თელავში ორი პირის დაჭრის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დღეს, 13 ოქტომბერს, ღამით, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ორი პირი დაჭრა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.