აშშ-ში კალიფორნია გახდა პირველი შტატი, სადაც ცხოველების ბეწვის წარმოება და გაყიდვა აიკრძალა. 2023 წლიდან შტატის მოსახლეობა ვეღარ დაამზადებს და ვეღარ შეიძენს ცხოველების ბეწვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და ჩანთებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან ცხოველთა უფლებადამცველები. გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც საცირკო წარმოდგენებში ზოგიერთი ცხოველის მონაწილეობასაც კრძალავს. შეზღუდვა არ ეხება როდეოს.

ახალი კანონი არ ეხება ხელოვნურ ბეწვს. ასევე, შეზღუდვა არ ეხება ტყავს, ფიტულს, ირმების, თხებისა და ცხვრების კანს.

ბოლო რამდენიმე წელია ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე მოდის დიდი სახლებიც უარს ამბობენ, მათ შორის არიან პრადა და შანელი.