იაპონიაში ტაიფუნი ჰაგიბისის გამო მინიმუმ 18 ადამიანი გარდაიცვალა. 11 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, ხოლო 100-მდე — დაშავებულია. ჰაგიბისი ბოლო 60 წლის განმავლობაში ტოკიოში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.

მეწყერისა და დატბორვის საშიშროების გამო შვიდმა მილიონმა ადამიანმა საკუთარი სახლები დატოვა. 50 ათასი ადამიანი ამ დროისთვის თავშესაფარში იმყოფება.

ტაიფუნმა ჰაგიბისმა იაპონიის სანაპიროს შაბათს, 12 ოქტომბერს საღამოს მიაღწია და ტოკიოს სამხრეთ-დასავლეთს დაატყდა თავს. ქარის სიჩქარემ საათში 225 კილომეტრს მიაღწია.

ფოტო: EPA

ფოტო: Yohei Kanasashi / AP

ფოტო: Reuters

ფოტო: EPA