შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს