სომხური გამოცემა Epress.am წერს, რომ სომეხი ჟურნალისტები იური მანველიანი, ტიგრან ხაჩატარიანი და ტიგრან აკოპიანი საქართველოში არ შემოუშვეს რის მიზეზადაც ის დაუსახელეს, რომ მათი საქმიანობა ქვეყანაში არასასურველია. გამოცემის ინფორმაციით, 11 ოქტომბერს 3 ჟურნალისტი საზღვარზე 4 საათით გააჩერეს და შემდეგ აკრედიტაციის არქონის გამო ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალეს, თუმცა არ განუმარტეს, რომელი უწყების ინფორმირება იყო საჭირო.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი გაიყვანეს ცალკე ოთახში, როცა გაიგეს, რა პროფესიის იყვნენ. მათი თქმით, განუმარტეს, რომ ახალქალაქში, ახალციხესა და თბილისში ადგილობრივ ჟურნალისტებთან ინტერვიუს ჩასაწერად მიდიოდნენ, რაც აქამდე არაერთხელ გაუკეთებიათ აკრედიტაციის გარეშე, რაზეც მათ უპასუხეს: "სიტუაცია შეიცვალა".

გამოცემა წერს, რომ ჟურნალისტების ბარგის შემოწმების შემდეგ მოსთხოვეს სომხეთის საზღვარზე დააეტოვებინათ კამერები, ნოუთბუქი და მიკფორნები და ისე მიბრუნებულიყვნენ, თუმცა აპარატურის დატოვების შემდეგ მესაზღვრეებმა ისინი ისევ არ გაატარეს.

ჟურნალსიტების თქმით, მესაზღვრემ მათ უპასუხა, რომ უკვე იცოდა რა პროფესიისაც იყვნენ და აპარატურის არქონის მიუხედავად არ გაუშვებდა. მათივე თქმით, მესაზღვრეებმა აგრესიულად უთხრეს, რომ საქართველოში მათი შესვლა არ შეიძლება:

"თქვენი საქმიანობა არასასურველია. თქვენ გეკრძალებათ საქართველოში ჟურნალისტად მუშაობა. ვერ შეხვალთ".

საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოშვების საკითხს არეგულირებს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟურნალისტებს უარი კანონის მე-11 მუხლის "ი" ქვეპუნქტით უთხრეს. ამ მუხლით უარის თქმის კონკრეტული მიზეზი არ ირკვევა. კანონში ვკითხულობთ: უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში".

სწორედ ამ მუხლის გამოყენებას ითხოვდა საზოგადოება და ოპოზიცია რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის დროს, როდესაც ხელისუფლება აცხადებდა, რომ მას შემოსვლაზე უარს ვერ ეტყოდნენ, რადგან ოკუპაციის შესახებ კანონი არ ჰქონდა დარღვეულ