შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა იარაღის მუქარით მოქალაქეს 1 100 ლარი წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ში ამბობენ, რომ ბრალდებულს ერთ-ერთი კაზინოს ვესტიბიულში მიაკვლიეს და პოლიციამ ჩხრეკისას უკანონოდ მოპოვებული ფული და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.