მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ქმნის. აღნიშნული სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.

ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს სამინისტროშიც დაუდასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

2013 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო მაძიებლებისთვის ვებპორტალი WorkNet შექმნა, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო მართავს. წინა ხელისუფლების დროს კი დასაქმების სამინისტრო შეიქმნა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად გაუქმდა.