მარველის ქალი მსახიობები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ფილმში, რომლებშიც სუპერგმირების როლებს მხოლოდ ქალები შეასრულებენ.

კაპიტანი მარველის როლის შემსრულებელმა, ბრი ლარსონმა Variety-სთან ინტერვიუში თქვა, რომ რამდენიმე მსახიობი ქალი ამ თემაზე უკვე ესაუბრა მარველის პრეზიდენტს, კევინ ფეიჯს:

"მარველის სამსახიობო გუნდში მყოფმა ქალების უმრავლესობამ ეს უკვე განვიხილეთ კევინთან. მივედით და ვუთხარით, რომ ეს ყველას გვინდოდა და ამის გაკეთება ერთად გვინდოდა".

ბრიმ დასძინა, რომ მარველის მომავალს ის არ წყვეტს, თუმცა ამ მიზნის განხორციელება ძალიან უნდა:

"თუ ბევრი ადამიანი იტყვის, რომ ამ ფილმის ნახვა უნდა, იქნებ ეს მართლაც მოხდეს".

ცოტა ხნის წინ მარველის ფილმები კინოინდუსტრიის გავლენიანმა წევრებმა გააკრიტიკეს: