ამაზონის ჯუნგლებში გაჩენილ ხანძარს, რომელმაც ტყის უზარმაზარი ფართობი გაანადგურა, მეხანძრეები ჯერ კიდევ ებრძვიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი მეხანძრეები მობილიზებულები არიან ბრაზილიის სიდიდით მესამე რეგიონში, მატუ-გროსუში. ისინი ყოველდღიურად ასობით მილზე ებრძვიან ხანძარს და ეს წარმატებითაც გამოსდით.

თუმცა, ხანძრის ჩაქრობას მხოლოდ მეხანძრეები არ ცდილობენ: საერთაშორისო გამოხმაურებისა და პოლიტიკური ზეწოლის შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ აგვისტოს ბოლოს 44 000 ჯარისკაციანი ჯგუფი შექმნა ხანძართან საბრძოლველად. მათთან ერთად ასევე 5 000 ბოლივიელი ჯარისკაციც ებრძოდა ამ პრობლემას.

ახლა კი გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად სრულ წარმოდგენას შეგიქმნით დღევანდლამდე ამაზონის ჯუნგლებში განვითარებულ მოვლენებზე.

2010 წლის შემდეგ 2019 წლის აგვისტოში დაფიქსირებული ხანძარი ყველაზე ფართომასშტაბიანი იყო ბრაზილიაში.

ფოტო: Reuters

ხანძრის მიერ წარმოქმნილი კვამლი 1.2 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა.

ფოტო: Leo Correa / AP

სამაშველო და სახანძრო სამუშაოებს 44 000 ბრაზილიელი ჯარისკაცი აგვისტოს ბოლოდან შეურთდა.

ერთობლივმა ბრძოლამ შედეგი მყისიერად გამოიღო: სექტემბერში ხანძრის კერები 20 000-მდე შემცირდა, რაც უჩვეულოა, რადგან სექტემბერში ძირითადად ხანძრების რაოდენობა იზრდება.

ფოტო: Aizar Raldes / AFP / Getty

ხანძრების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ფერმერების მიერ განზრახ გადამწვარი ტყეებია, რათა მეტი ტერიტორიის ათვისება მოხდეს სოფლის მეურნეობისთვის. ამას ხელი ბრაზილიის პრეზიდენტმაც შეუწყო ამ საკითხის მიმართ თავისი ლიალური დამოკიდებულებით, თუმცა აგვისტოს ბოლოს მანვე აკრძალა ხანძრების გაჩენა 60 დღით.

ფოტო: Gustavo Basso / NurPhoto / Getty

მეხანძრეები ხანძარს ყველა იმ საშუალებით ებრძოდნენ, რაც ხელთ ჰქონდათ. მაგალითად, ახლომდებარე მდინარეებიდან სპეციალური ჩანთებით გადაჰქონდათ წყალი და ცეცხლს ისე აქრობდნენ.

ფოტო: Leo Correa / AP

დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ეს ყველაფერი მაინც არ იყო საკმარისი, რადგან ამაზონის ჯუნგლები უზარმაზარია და ერთდროულად მთელი ტერიტორიის დაცვა არ შეეძლოთ.

ფოტო: David Mercado / Reuters

მაგალითად, ბოლივიის მთავრობამ 20 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა სახანძრო სამუშაოებში, თუმცა მაინც 4.2 მილიონი აკრი ტყე დაიწვა ბოლივიის ტერიტორიაზე.

ფოტო: Edgard Garrido / Reuters

ბოლივიის პრეზიდენტი, ივო მორალესი საკუთარი ხელებითაც ებრძოდა ხანძარს.

ფოტო: Aizar Raldes / AFP / Getty

მეხანძრეების ნაწილი ღამითაც არ წყვეტდა მუშაობას: ამ პერიოდში შედარებით უფრო გრილა და თან ხანძრის კერების შემჩნევაც გაცილებით მარტივია.

ფოტო: Gaston Brito / Reuters