მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 2019 წელს ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა, აბი აჰმედმა მიიღო. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. მას პრემია საერთაშორისო თანამშრომლობისა და მშვიდობის დამყარებისთვის გადაეცა.

სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც ხელი წინა წელს მოეწერა საფუძვლად დაედო ეთიოპიასა და ერიტრეას შორის 20-წლიან სასაზღვრო კონფლიქტს.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე 301 კანდიდატი იყო წარდგენილი, მათგან 223 ადამიანი და 78 ორგანიზაცია. ნობელის ფონდის წესების მიხედვით, კანდიდატების სია 50 წლის განმავლობაში ვერ გასაჯაროვდება.

1901 წლიდან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 99-ჯერ გაიცა. 19 შემთხვევაში კომიტეტმა შესაფერისი კანდიდატურა ვერ გამოავლინა. ალფრედ ნობელის გადაწყვეტილებით, მშვიდობის დარგში ლაურეატს არა შვედეთის, არამედ ნორვეგიის აკადემია ავლენს.

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ერთადერთია, რომლის ლაურეატის გამოცხადება ხდება არა სტოკჰოლმში, არამედ ოსლოში. პრემიების გადაცემის საზეიმო ცერემონია 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გაიმართება.