ჯანდაცვის სამინისტროში უკვე 24 დღეა დევნილები არიან შეკრებილი. პროტესტის ნიშნად ისინი აურს ამბობენ დატოვონ სამინისტრო, სანამ მათ ბინებს არ დაუკანონებენ. შეკრებილები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათი თქმით, ეკატერინე ტიკარაძე თავს არიდებს.

დღეს, 10 ოქტომბრის საღამოს სამართალდამცავებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა რა დროსაც, ერთი პირი შეუძლოდ გახდა. მთავარი არხის ინფორმაციით, დაპირისპირება იმას მოყვა, რომ მათ გადამღებ ჯგუფს სამინისტროში შესვლის უფლება არ მისცეს.

"რატო იღებდა ამ პასუხისმგებლობას თავზე თუ არ შეეძლო ამის გაკეთება. მის უწყებაში 24 დღე ასეთი რაღაც ხდება. გადადგეს თუ არ შეუძლია, რომ საკუთარ ხალხს, რისი პასუხისმგებლობაც აიღო თავზე... საერთოდ გადადგეს", — აცხადებს პროტესტის მონაწილე.

დევნილები ამბობენ, რომ სოხუმი 27 წლის წინ დატოვეს, ამ დრომდე ბინები არ აქვთ და ქირით უწევთ ცხოვრება.