კავკასუს ონლაინის მიერ ქართულ დომენურ ზონაში განხორციელებული სისტემური რეფორმის ფარგლებში შექმნილი პლატფორმა mygedomain.ge თითოეულ მომხმარებელს საშუალებას აძლევს შექმნას საკუთარ ინტერესებსა და მიზნებზე მორგებული ვებგვერდი.

ამ პროცესის გამარტივებისა და სრულყოფისთვის პლატფორმა ორი ტიპის — პირად და ბიზნეს — საიტს გთავაზობთ.

ფოტო: mygedomain.ge

პირადი ვებ-გვერდი

თუ თქვენი ინტერესების, ცოდნისა და მისწრაფებების ერთ სივრცეში მოქცევა და დაინტერესებული აუდიტორიისთვის წარდგენა გსურთ, პირადი საიტი სწორედ თქვენთვისაა.

ვებგვერდის ეს ტიპი საშუალებას გაძლევთ წარმოაჩინოთ საკუთარი ორიგინალურობა, ინდივიდუალიზმი, გამოცდილება, ცოდნა და მიღწევები. პლატფორმის დახმარებით შეძლებთ მოყვეთ ყველაფერს, რაც გსურთ, რომ დაინტერესებულმა აუდიტორიამ თქვენ შესახებ იცოდეს.

პირადი ვებგვერდის შესაქმნელად, საჭიროა შეიყვანოთ დეტალური ინფორმაცია თქვენ შესახებ:

  • სახელი და გვარი;
  • განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • უნარები და მიღწევები, რომლებიც სხვებისგან გამოგარჩევთ.

გარდა ამისა, პორტფოლიოს ველში შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი საქმიანობის ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა.

ასევე, არ დაგავიწყდეთ საკონტაქტო ინფორმაციის მითითება დაინტერესებული პირებისთვის.

ბიზნეს ვებ-გვერდი

თუ თქვენი კომპანიის საქმიანობის, სერვისებისა და პროდუქტების დაინტერესებული აუდიტორიისთვის წარდგენა გსურთ, მაშინ უმჯობესია ბიზნეს ვებგვერდი შექმნათ.

ბიზნეს ვებგვერდის შექმნის პირველი საფეხური კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის განთავსებაა:

  • დასახელება;
  • საქმიანობის სფერო;
  • სერვისებისა და პროდუქტების ჩამონათვალი და მათი აღწერა.

გარდა ამისა, პორტფოლიოს ველში თქვენი საქმიანობისა და მიღწევების ამსახველი ფოტო ვიდეო და აუდიო მასალის განთავსებაც შეგიძლიათ.

ასევე, არ დაგავიწყდეთ საკონტაქტო ინფორმაციის მითითება პოტენციური მომხმარებლებისთვის.

შეარჩიეთ ვებგვერდის სასურველი ტიპი თქვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე და მოემზადეთ მეტი წარმატებისა და პროფესიული განვითარებისთვის!

ვებ-გვერდის შესაქმნელად საჭიროა დარეგისტრირდეთ Mygedomain.ge-ზე და იმ შემთხვევაში, თუ სასურველი დომენური სახელი უკვე შერჩეული და დარეგისტრირებული გაქვთ, შეგიძლიათ მომენტალურად დაიწყოთ ვებ-გვერდის შექმნის პროცესი.

ხოლო თუ ჯერ კიდევ არ ფლობთ სასურველ დომენურ სახელს, ეწვიეთ www.nic.ge-ს, შეამოწმეთ სახელის ხელმისაწვდომობა და დაარეგისტრირეთ მარტივად.

კავკასუს ონლაინი — ყველასთვის ხელმისაწვდომი ციფრული სამყარო!