ნიკა მელიას შუამდგომლობა ელექტრონული სამაჯურის მოხსნაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას შუამდგომლობა ელექტრონული სამაჯურის მოხსნაზე. მელიას ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღო, რადგან მანამდე მელია თავადვე გააძევა დარბაზიდან.
"მოსამართლე დღეს მთლიანად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მელია არ დაემორჩილა მის მოწოდებას. მთავარი არგუმენტი რაც მოვისმინე არის ის, რომ მელია მე გავაძევე და შესაბამისად, ამის გამო არ ვიღებ გადაწყვეტილებას მისი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზეო. ერთადერთი, რაც გავიგე ეს იყო. ფაქტობრივად, რაღაც პირადი წყენის ნიშნებია", — განაცხადა მან.
"ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს", — ასე მიმართა დეპუტატმა მოსამართლე გიორგი კერატიშვილს სხდომაზე რის შემდეგაც ის დარბაზიდან გააძევეს. გაძევების შემდეგ ის ტელეკომპანი პირველში პროკურატურასთან შეუთანხმებლად წავიდა. უწყების განცხადებით, საკითხს შეისწავლიან და მოახდენენ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
დეპუტატმა ეს შეზღუდვა 10 სექტემბერსაც დაარღვია, როდესაც საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, საცხოვრებელი ადგილი დატოვა და ტელეკომპანია კავკასიაში წავიდა. მაშინ უწყებამ მას განუმარტა, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ, შესაძლოა, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენონ.
ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა და სახლიდან გასვლისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდება. მას ბრალი აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები