დღეს პუტკუნა პიტ ბულზე მოგიყვებით, რომელიც გასული სექტემბრის დასაწყისში ქუჩაში იპოვეს და მოფერებით "დედა მწნილი" შეარქვეს.

ძაღლი ცხოველთა მონიტორინგის ოფიცერმა იპოვა და მაშინვე მიხვდა, რომ ის ორსულად იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მისი პატრონიც მოძებნეს, ყოფილმა ოჯახმა მასზე უარი თქვა და სამწუხაროდ, თავშესაფარში დატოვა.

ფოტო: Enchanted Hills Photography

აღმოჩნდა, რომ ორსულ ცხოველს გაცილებით მეტი მზრუნველობა სჭირდებოდა, ვიდრე ეს ცხოველთა თავშესაფარს შეეძლო უზრუნველყო — საქმეში მალევე ჩაერთო ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც სპეციალურად ორსული, უპატრონო ძაღლებისთვის არის შექმნილი.

მეტიც, ამ ორგანიცაზიის თანამშრომლები მშობიარობის შემდეგ ლეკვებზეც არაჩვეულებრივად ზრუნავენ ხოლმე.

ლორენ კასტინი (Pits & Giggles Rescue-ს ერთ-ერთი თანამშრომელი) კი გარდა იმისა, რომ ცხოველებზე ზრუნავს, პროფესიონალი ფოტოგრაფია და გადაწყვიტა, რომ ძაღლს პატრონის მოძებნაში მისთვის ლამაზი ფოტოების გადაღებით დახმარებოდა.

"ჩვენს ორგანიზაციას განსაკუთრებული მისია აქვს, რადგან უპატრონო, ორსულ ძაღლებს ვუვლით. იქ უამრავი ორსული და მრავალშვილიანი ცხოველია, რომელთა უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ. შემდეგი ეტაპი კი მოსიყვარულე პატრონის მოძებნა და მათი საუკეთესო გარემოში მოხვედრაა. ეს ფოტოები კი სწორედ ამაში დაგვეხმარება", — ამბობს ლორენი.

ფოტო: Enchanted Hills Photography

აღსანიშნავია, რომ დედა მწნილის კამერის წინ პოზირების ნიჭით ყველა გაოცებული დარჩა, ის ნამდვილი მოდელივით იქცეოდა.

პირველი ფოტოსესიის გადაღებიდან მალევე კი პიტ ბულმა 8 ჯანმრთელი ლეკვი გააჩინა და მრავალშვილიანი დედა, ახლა უკვე ლეკვებთან ერთად გადაიღეს:

ფოტო: Enchanted Hills Photography

ფოტო: Enchanted Hills Photography

ფოტო: Enchanted Hills Photography

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, იმედი გვქონდეს, რომ დედა მწნილი და მისი პატარები აუცილებლად მოძებნიან ახალ ოჯახს და დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ.