არ გაჩერდე — ეს საქართველოს ბანკის ახალი ვიდეორგოლის სლოგანია, რომელიც ყველას მოქმედებისკენ, შრომისკენ, შეცნობასა და რაც მთავარია, ზრუნვისკენ მოგვიწოდებს.

ამავე ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი გმირები კი მილა, ყურშა, ფიფქია და სხვა საყვარელი ძაღლები არიან, რომლებისთვისაც კომპანია სწორედ რომ მზრუნველ პატრონებს ეძებს.

"ზრუნვა მოვლა-პატრონობას, ამაგის გაწევას ნიშნავს. ეს ზმნა ყველაზე კარგად გამოხატავს ცხოველების სიყვარულს, სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ მის საჩვენებლად ძაღლები ჩვენს ვიდეოშიც. ვფიქრობთ, რომ შენს საუკეთესო მეგობარს ამ ალბომში ნამდვილად იპოვი. არ გაჩერდე, აირჩიე ოთხფეხა თანამგზავრი და გახდი მისი პატრონი", — წერია საქართველოს ბანკის ფეისბუქზე.

და თუ მზად ხართ, რომ მართლაც, არ გაჩერდეთ და ამ უსაყვარლესი ცუგებიდან, რომელიმეს პატრონი გახდეთ, მაშინ, საკმარისია, ზრუნვის ფორმა შეავსოთ და მასზე რეაგირებას დაელოდოთ.

სანამ თითოეულ მათგანს გაგაცნობთ კი უნდა აღინიშნოს, რომ კიტას და რეის უკვე გამოუჩნდნენ საუკეთესო მეგობრები.

ფოტო: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

ფოტო: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

ყურშა, ფიფქია და სხვები კი ჯერ კიდევ თქვენს მოლოდინში არიან და აი, ისინიც:

1. (ქა)ქუცა

ფოტო: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

(ქა)ქუცა, რომელსაც ძალიან უყვარს სავსე მთვარის ყურება, დედაენის ბაღში იპოვეს. ის ჯერ სულ რაღაც, ორი წლის არის და მოდი ვაღიაროთ, როცა უყურებ, მართლაც ძალიან რთულია წარმოიდგინო, რომ მისი დიდი წინაპარი მგელი იყო.

2. მილა

ფოტო: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

10 თვის მილა, რომელიც პროფესიით ბურთების მღრღნელია (მერე სადღაც აწყობსო, ასე უწერია დახასიათებაში), სამტრედიის ქუჩაზე იპოვეს.

3. ყურშა

ფოტო: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

პირდაპირ გეტყვით, ყურშა იმიტომ შეარქვეს, რომ ყურების ფხანის ოსტატია, ოღონდ საკუთარი ყურების. ეს ლამაზი გოგო სულ რაღაც 8 თვისაა. წარმოშობით კი აღმოსავლეთ საქართველოდან, მარნეულიდან.

4. პოლკოვნიკი ცუგერია

ფოტო: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

ხუმრობა არ გეგონოთ, პოლკოვნიკი ცუგერია პროფესიონალი პოლკოვნიკია, რადგან იცის "სწორდი" და "სმენა". რა დიდი აღწერა უნდა, სხვებს რომ არ ჰგავს, ჯდომის მანერაზეც კი ეტყობა. ნუ, თუ ძალიან გაინტერესებთ, 5 თვის არის და რომ გაიზრდება საყვარელი შინაური ცხოველი უნდა რომ გამოვიდეს.

5. ფიფქია

ფოტო: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

არა, ფიფქია იმიტომ კი არ ჰქვია, რომ თოვლივით თეთრია, არამედ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პატრონს ელოდებაო, ასე უთქვამს. თან ჯერ 4 თვისაა და პატრონთან ერთად ერთ, საშუალო სტატისტიკური ზომის ცხენზეც თავისუფლად მოკალათდება.

6. უსახელო

ფოტო: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

ამ ცუგაზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ 6 თვისაა და მარნეულში ცხოვრობს. სახელი ჯერ ვერ შეურჩიეს, რადგან გამომეტყელებაზეც ეტყობა, რომ ჯერ კიდევ ძიების პროცესშია — ეტაპი უდგას ასეთი ცხოვრებაში.

აი, თუ დაიმეგობრებთ და სახელსაც შეურჩევთ, ჩვენც აუცილებლად გაგვაგებინეთ და ამ სტატიაშიც შევიტანთ ცვლილებას.

7. (ღა)მურა

ფოტო: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

5 თვის ღამურას კუდის ქიცინი ჰყვარებია. ვაჟას ძეგლთან უპოვიათ ზუსტად იმ მომენტში, როცა გამვლელებისთვის თავს დიდი ზომის ღამურად ასაღებდა. თუმცა, რამდენიმე წუთი დაკვირვებაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისი რაობა გამოაშკარავებულიყო — რომ უბრალოდ დიდი ყურებიანი, საყვარელი ცუგაა, რომელსაც მზრუნველი პატრონი სჭირდება.

პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცუგები უკვე ცნობილები არიან და მათი მონაწილეობით კლიპს მილიონზე მეტი ნახვა აქვს, პოპულარობა არც ერთ მათგანს არ აქვს თავში ავარდნილი და ეს ფაქტორი ურთიერთობაში ხელს არ შეგიშლით