შეგეძლებათ თუ არა მარსზე გადასახლება და რა გელოდებათ იქ? - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ
ილონ მასკის მიერ მარსის კოლონიზაციის პრეზენტაციის შემდეგ, კითხვა-პასუხის დროს, აუდიტორიიდან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დაისვა: ვის აირჩევენ ამ რისკიანი გეგმის შესასრულებლად?
“ჩვეულებრივ ადამიანებსაც რომ მოუნდეთ მარსზე გაფრენა და დასახლება, შესაძლებელი იქნება?” - იკითხა ერთმა ქალმა.
“ჩვენ ვცდილობთ, რომ მარსზე გაფრენა ყველასთვის შესაძლებელი გავხადოთ, თუმცა, მსურველებს რამდენიმედღიანი წვრთნის გავლა მაინც მოუწევთ. ამის პარალელურად ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მოგზაურობა ძალიან სახიფათო იქნება, რისკი ძალიან მაღალია, ასე რომ, თქვენ თავს უნდა ჰკითხოთ - მზად ხართ თუ არა სიკვდილისთვის?” - უპასუხა მას SpeceX-ის CEO-მ.
თუმცა მარსზე გასაშვები კანდიდატი სინამდვილეში უფრო მეტი კრიტერიუმით შეირჩევა. ამჟამად მარსზე კი არა, დედამიწის ორბიტაზე გასაგზავნ ასტრონავტებსაც კი მკაცრი კონტროლის გავლა უწევთ. კოსმოსში მოდრეიფე, ჩაკეტილ პატარა კაფსულაში ცხოვრებას ფიზიკური გამძლეობაც სჭირდება და მენტალურიც. ასე რომ, მასკის პროექტი უამრავ კითხვას ტოვებს: სინამდვილეში რა სირთულის მომზადება დაგვჭირდება? რა პიროვნული მახასიათებლები უნდა ჰქონდეთ მარსის კოლონიზატორობის კანდიდატებს? ეკიპაჟი მარტო კაცებით უნდა შედგებოდეს, მარტო ქალებით, თუ 50/50-ზე?
ამ კითხვებს ექსპერტები გასცემენ პასუხს:
მართალია, რომ რამდენიმედღიანი წვრთნაც საკმარისია ადამიანის კოსმოსში მოგზაურობისთვის მოსამზადებლად?
თუ მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობაზე ვისაუბრებთ, კოსმოსის სირთულეების დასაძლევად არაა საჭირო, რომ მსოფლიო კლასის ათლეტი ბრძანდებოდეთ. როგორც მარსის უდაბნოს კვლევითი ცენტრის მკვლევარი, შერილ ბიშოპი ამბობს, ჯანმრთელობის პრობლემების არმქონე ფორმაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი აიტანს კოსმოსში მგზავრობას.
ნასას მოთხოვნაა, რომ მომავალი ასტრონავტები სამხედრო ნორმატივების შესრულებას ახერხებდნენ, ჰქონდეთ კარგი მხედველობა, სისხლის კარგი წნევა და ჯდებოდნენ სიმაღლის და გაბარიტების სტანდარტში. ყველა საშუალო სტატისტიკური ადამიანი შეიძლება ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.
თუმცა, გარდა ფიზიკური ჯანმრთელობისა, ნასა თქვენგან რომელიმე ტექნიკური მიმართულების ბაკალავრის დიპლომსაც მოითხოვს.
ხასიათის რა შტრიხების ქონაა აუცილებელი? ყველა კოლონიზატორი მოგზაურობის მოყვარული უნდა იყოს?
აუცილებელი არაა. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ასტრონავტს სტრესულ სიტუაციებში ფოკუსირებულად მუშაობა შეეძლოს. ამის კარგი მაგალითია ის, რომ ნასას ბევრი ასტრონავტი ყოფილი სამხედრო პილოტია.
კარგი ასტრონავტი ბუნებით თავგადასავლების მოყვარულია, თუმცა დისციპლინა და გუნდური მუშაობის კარგი უნარი უფრო მნიშვნელოვანია. დიდი ხნით პატარა, ჩაკეტილ სივრცეში თანაცხოვრება რთულია, ამიტომ ეკიპაჟი კარგად უნდა შეირჩეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეკიპაჟის წევრების უნარები ერთმანეთს ავსებდეს:
- მათ შორის უნდა იყვნენ ექიმები - რათა გუნდის ჯანმრთელობაზე იზრუნონ.
- ინჟინრები - ხომალდის ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებლობისთვის.
- მეცნიერები - მისიისთვის საჭირო ექსპერიმენტების ჩასატარებლად
და ა.შ.
დედამიწის რომელი ნაწილში სტუმრობა მოგვაგონებს მარსის მისიას?
მარსის მისია, პირობებით, ყველაზე მეტად ანტარქტიდის ექსპედიციასთანაა მიახლოებული: მკაცრი გარემო, მცირე ზომის სივრცე და ამ სივრცეში დიდი ხნის მანძილზე ცხოვრება განსხვავებული ხასიათის ადამიანთა ჯგუფთან. ანტარქტიდაგამოვლილი მკვლევარები მარსზე გასაგზავნად საუკეთესო კანდიდატები იქნებიან.
როგორც ანტარქტიდის საკვლევი სადგურის მეცნიერ-თნამშრომელი, ლოურენ ვაიზი გვიყვება, პოლუსზე ცხოვრება ძალიან რთულ რეჟიმს ნიშნავს - ყოველ დილით ადრე ადგომა, მკაცრი დირექტივებისა და ინსტრუქციების შესრულება და გარემო, რომელიც პატარა შეცდომასაც არ გაპატიებს. ასეთი ექსპედიციები, ფიზიკურის გარდა, მენტალურ გამძლეობას და თანამშრომელთა მიმართ მაღალ ტოლერანტობასაც მოითხოვს.
მარსზე გაგზავნილი პირველი ჯგუფი, რომელიც 100 ადამიანით უნდა
დაკომპლექტდეს, გენდერულად ერთგვაროვანი უნდა იყოს, თუ შერეული?
მთლიანად მამაკაცებით დაკომპლექტებული ჯგუფის გაგზავნა ცუდი იდეა იქნება - თვლის ნამნი გოელი, კოსმოსისა და სქესის საკითხების მკვლევარი პენსილვანიის უნივერსიტეტში. ჯგუფში მდედრობითი სქესის არსებობა მამაკაცებში აგრესიას და შეჯიბრებითობას ანეიტრალებს. თუმცა, არც მთლად ქალების ჯგუფი იქნება პროდუქტიული, რადგან ქალბატონები უფრო მეტ დროს უთმობენ ინტერჯგუფური კონტაქტების და ურთიერთობების ჩამოყალიბება-განვითარებას, ვიდრე ეს შეიძლება სჭირდებოდეს მკაცრ მისიას არასტუმართმოყვარე პლანეტაზე (რედაქცია შეიძლება არ ეთანხმებოდეს სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებს).
გუნდი უნდა იყოს შერეული, როგორც სქესის მხრივ, ისე ასაკის მხრივ, რადგან ახალგაზრდების პლუსი მათი არასტანდარტული აზროვნებაა, ხოლო საშუალო ასაკის ასტრონავტების კი - გამოცდილება და სისტემურობა.
რა ფსიქოლოგიური ცვლილებები იქნება მოსალოდნელი კოლონიზატორებისთვის?
კოსმოსი შთამბეჭდავი, მაგრამ მარტოობის გრძნობის გამაძლიერებელი ადგილია. მთავარი პრობლემა, რაც მოგზაურებს შეექმნებათ, დედამიწასთან კონტაქტის პრობლემა იქნება. სიგნალს მარსიდან ჩვენამდე მოსაღწევად დაახლოებით 20-დან 40 წუთამდე უნდა. ასე რომ, აქ დარჩენილ ნათესავებთან პირდაპირ კონტაქტზე ოცნებასაც კი არ აქვს აზრი. კოლონიზატორები მარტოობას კარგად უნდა უძლებდნენ.
თუმცა, მარსისკენ მგზავრობამ ჯერ არ ვიცით რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს. სკს-ზე (საერთაშორისო კოსმოსური სადგური) დიდი ხნით მცხოვრები ასტრონავტები ილუმინატორში გახედვისას დედამიწას ხედავენ, მარსისკენ გზაზე კი ჩვენი პლანეტა შორეული ვარსკვლავივით მიმქრალი იქნება.
სკს-ზე 340 დღიან მისიაში მყოფი ასტრონავტი, სკოტ კელი (Scott Kelly) ყვება, რომ კოსმოსში დიდი ხნით ყოფნისას უცნაური განწყობა გეუფლება, რომელსაც ასტრო-ფსიქოლოგები “გადმოხედვის ეფექტს” უწოდებენ. “როდესაც მთელ დედამიწას ზემოდან უყურებ, მარტივად ხედავ, რა ზეგავლენა მოვახდინეთ ჩვენ, ადამიანებმა ჩვენს სახლზე. სხვა სიცხადით აღიქვამ მდგომარეობას და გრძნობ პასუხისმგებლობას მომავალზე. ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, მომავალ თაობებს უკეთესი გარემო დავუტოვოთ საცხოვრებლად” - ამბობს სკოტი.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები