პირველ ნოემბერს Apple TV+-ზე ახალ სერიალის, The Morning Show-ს პრემიერა შედგება, რომელშიც მთავარი როლებით ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი გაიბრწყინებენ. სერიალის გამოსვლამდე ენისტონმა თავის მოლოდინებსა და გადაღებების პროცესზე Variety-სთან ინტერვიუში მოყვა.

მსახიობმა თქვა, რომ მას ის დღეები ენატრება, როცა მაყურებელი თეატრში კლასიკური, რომანტიკული კომედიების საყურებლად მიიჩქაროდნენ. მან ასევე ისაუბრა კინოინდუსტრიის გავლენაზე, რომელმაც უბიძგა, სერიალებში კიდევ ერთხელ ეცადა თავი:

"რამდენიმე წილის წინ მივხვდი, რომ სტრიმინგ სერვისების პროდუქციის ხარისხი უფრო და უფრო იზრდებოდა და ჩემთვის ვფიქრობდი, რომ უკეთესი იყო, ვიდრე ჩემი ბოლო ნამუშევარი. ეძებ რა არის ხელმისაწვდომი და გხვდება მარველის დიდი ფილმები, რაც კინოინდუსტრიას ღირებულებას უკარგავს".

Friends-ის მსახიობი ამბობს, რომ კინოინდუსტრია ძირეულად შეიცვალა:

"ჩვენ მოგვეწონებოდა ეპოქა, რომელშიც მეგ რაიანი დასრულდებოდა. მშვენიერი იქნებოდა კინოში წასვლა, მყუდროდ მოკალათება. კინოინდუსტრიას ხელმეორედ აღორძინება სჭირდება. ისეთი ფილმები, როგორიცაა Terms of Endearment, Heaven Can Wait, Young Frankenstein, Blazing Saddles, Goodbye Girl..."

ცოტა ხნის წინ მარველი გააკრიტიკა მარტინ სკორსეზემაც და მისი ფილმები გასართობ პარკს შეადარა. რკინის კაცის როლის შემსრულებელმა, რობერტ დაუნ უმცროსმა თქვა, რომ სკორსეზეს შეფასებაში "აზრი არ იდო".