ვითიბი ბანკისა და Visa-ს გათამაშებაში სექტებრის თვის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.ვითიბი ბანკის Visa -ს ბარათით და Apple Pay-ს გამოყენებით ყველაზე მეტი ტრანზაქციის და ყველაზე დიდი თანხის მოცულობის მიხედვით ბანკმა ჯამში 9 გამარჯვებული გამოავლინა. ყველა გამარჯვებულს საჩუქრად შეკვეთილში სასტუმრო პარაგრაფის ორკაციანი საგზური გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ გათამაშება გრძელდება, გამარჯვებულების გამოვლენა ხდება ყოველკვირეულად პრინციპით — 2 გამარჯვებული ყველაზე მეტი ტრანზაქციის და 1 გამარჯვებული ყველაზე დიდი თანხის მოცულობის მიხედვით.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის, 3 სექტემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ვითიბი ბანკის ბარათის მფლობელებს შეუძლიათ Apple Pay-ით მარტივად სმარტფონის გამოყენებით გადაიხადონ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში. ამ ეტაპისთვის Apple Pay-ს გამოყენებით 25 000–ზე მეტი ტრანზაქციაა განხორციელებული და 3 400-ზე მეტი ბარათია გააქტიურებული.