ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ნიკა მელია სასამართლო პროცესზე შმAXI-თ წავიდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 ოქტომბერს 20 ივნისის აქციაზე ნიკა მელიას საქმე განიხილება.

დეპუტატის თქმით, შმAXI არაჩვეულებრივი იდეაა და ცდილობს მას პოპულარიზაცია გაუწიოს.

"ათასობით ულუკმაპუროდ დარჩენილ ადამიანს ეხიდება. რეფორმა რომელიც ქართულმა ოცნებამ დააანონსა, შეიძლება ჟღერს მომხიბვლელად, რეალურად კი ათასობით ადამიანი ულუკმაპუროდ დატოვა", — განაცხადა მელიამ.

გირჩმა გადაწყვიტა ტაქსების რეგულაცია "საგანმანათლებლო ბიზნესით" გააპროტესტოს. "თავისუფლების იდეის გასავრცელებლად" პარტიამ შმAXI შექმნა. "დიპლომიანი მძღოლები" თბილისის ქუჩებში ხვალიდან იმოძრავებენ და მგზავრებს "სალექციო კურსს" შესთავაზებენ. გირჩში უნდათ, რომ შმAXI-ის მძღოლებმა მგზავრებს აუხსნან "რას ნიშნავს თავისუფლება".

შინაგან საქმეთა სამსახურის საპატრულო პოლიციამ სამი შმAXI-ის მძღოლი დააჯარიმა, მათ შორის, ორი ტაქსის ლიცენზიის არქონის გამო, მესამე კი ფერის შეუსაბამობისთვის. უწყების ცნობით, მგზავრებმა მათ დაუდასტურეს, რომ შმAXI ფასიან მომსახურებას უწევდათ, სხვა დამატებითი დანიშნულების გარეშე.

გირჩის შმAXI მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ "თუკი ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად მიიშმაქსებიან".