დავით გარეჯის კომპლექსის ეკლესიები ქართველი სამღვდელოებისთვის გაიხსნება — გახარია
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან, 11 ოქტომბრიდან ქართველი სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსში არსებული ყველა მონასტერი გაიხსნება. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ესაუბრა.
"ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და, რა თქმა უნდა, შემიძლია ამას სრულად დავეთანხმო... სწორედ ამ საფუძველზე გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე მოვლენებზე", — აღნიშნა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დაუდგენელი მონაკვეთები პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა. პრემიერმა, ასევე, განმარტა, რომ ამ საკითხისადმი გამონათქვამებსა და მოქმედებებში ყველას სიფრთხილე მართებს:
"ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების, ისტორიული მემკვიდრეობისა და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის მიდგომის ყველაზე მნიშვბელოვანი კომპონენტი".
აზერბაიჯანში პრემიერის ვიზიტამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორემ მიმართვა გაავრცელა. პატრიარქი დემარკაციის პროცესის დასრულებამდე სტატუს-კვოს აღდგენას მოითხოვდა, რომ მომლოცველებმა, ტურისტებმა და სასულიერო პირებმა მონასტერში შესვლა შეძლონ.
ილია მეორე წერდა, რომ გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ქმედებები, რომელთა გამოც მომლოცველებს, ტურისტებსა და სასულიერო პირებს უდაბნოსა და ჩიჩხუტურის მონასტრების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.
"გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით", — აცხადებს პატრიარქი.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვები რამდენიმე კვირის წინ დაწესდა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განმარტა, შეზღუდვები უსაფრთხოებისა და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით დაწესდა.
14 ივლისს დავით გარეჯის სასაზღვრო მონაკვეთზე ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დარსალიას განმარტებით, ინციდენტის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა განათავსა. პარალელურად, გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც.
დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე დაიძაბა. აპრილში სამონასტრო კომპლექსთან გზა გადაკეტილი იყო ოთხი დღის განმავლობაში, თუმცა შემდგომში გაიხსნა. საზღვრის დადგენის საკითხზე სპეციალური კომისია მუშაობს, რომელშიც აზერბაიჯანული და ქართული მხარეების წარმომადგენლები შედიან.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები