დღეს, 9 ოქტომბერს ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად არასრულწლოვანი გოგო დაიღუპა და კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს.

Batumelebi.ge-ის ცნობით, დაშავებულია ორი წლის ბავშვი და მისი მამა. ისინი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. იგივე გამოცემა წერს, რომ ავარიის შედეგად დაშავდა მეორე ავტომანქანის მძღოლიც, თუმცა მან სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი თქვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.