adjarabet.com-ის ახალი ფილმის გადაღებები უკვე დასრულდა. სანამ ფილმის პრემიერა შედგება გეტყვით, რომ მის ერთ-ერთ საუნდტრეკზე ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა, სტეფანე მღებრიშვილმა იმუშავა. On.ge-სთან საუბრისას სტეფანემ აღნიშნა, რომ საუნდტრეკზე აქამდე არ უმუშავია და ამ შემოთავაზებას სიხარულით დათანხმდა. სიმღერა ფილმის თემატიკას ემთხვევა, სხვა დეტალები კი მაყურებლისთვის სიურპირზად რჩება.

"როდესაც წყალტუბოში ჩავედი მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ნამდვილად ესეთი მასშტაბების გადაღებები არ მინახავს. სრული საოცრება იყო, რივალდოდან დაწყებული ვინ აღარ ჩაიყვანეს იქ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფილმიც და პროექტიც წარმატებული იქნება, გავაკეთე ქავერი, რომელსაც ჯერ-ჯერობით სიურპრიზად ვტოვებთ, ავტორი ამ ქავერის ვარ მე, შემდეგ ნიკოლოზ რაჭველმა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეავლო ხელი და გაალამაზა ეს კომპოზიცია", — თქვა სტეფანე მღებრიშვილმა.

adjarabet.com-ში ამბობენ, რომ არენას თითოეული მნახველი საინტერესო გამოცდილებას მიიღებს. ფილმის რეჟისორი დათო ბორჩხაძეა, გადაღებები ივლისის ბოლოს წყალტუბოში დაიწყო და მასში ქართველი თუ უცხოელი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. სპეციალურად არენასთვის თბილისში ლეგენდარული ფეხბურთელი რივალდოც ჩამოვიდა. გადაღებებს Metro Production უძღვებოდა, პროექტზე კი სარეკლამო სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა. არენას პრემიერა 2019 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, მანამდე კი თრეილერი ნახეთ აქ:

სტეფანემ გვითხრა, რომ აჭარაბეთის გუნდი მისთვის სანდოობასთან ასოცირდება, ხოლო პროექტში მეტრო ფროდაქშენის ჩართვამ კიდევ უფრო გაახარა, რადგან მათთან პირველ თანამშრომლობას ძალიან დიდი შედეგი მოჰყვა.

"ჩვენი პირველი თანამშრომლობა მეტრო ფროდაქშენთან ისე დასრულდა, რომ ისტორიაში შევედით, როგორც პირველი ქართველი ბენდი, რომლის კლიპიც 2009 წელს MTV Eurpe-ზე მოხვდა. მუსიკალურ ჩამონათვალში სიმღერა ლედი გაგასთან და ბიონსესთან ერთად იყო და ეს მეტრო სტუდიოს დამსახურებაცაა. ისეთი პროდუქტი შევქმენით, რომელმაც ევროპის სტანდარტები დააკმაყოფილა", — თქვა სტეფანე მღებრიშვილმა.

On.ge-ს სტეფანემ გაუმხილა, რომ მისი სამომავლო გეგმები ისეთ დიდი ქალაქს უკავშირდება, როგორიც ნიუ-იორკია, სადაც 22 დეკემბერს კონცერტს გამართავს. სამშობლოში კი უახლოესი კონცერტი საახალწლოდ წინანდალშია დაგეგმილი. მანამდე კი მაყურებელსაც და მსმენელსაც არენას პრემიერა ელოდება. adjarabet.com-ში ამბობენ, რომ მსგავსი მასშტაბისა და ფორმატის ფილმი ჯერ ეკრანებზე არ ყოფილა, ასე რომ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ.