თბილისში ISUZU-ს მარკის ახალი ავტობუსები ყვითელი ავტობუსების ნაწილს ჩაანაცვლებს. თბილისის მერია აქვეყნებს მარშრუტებს, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება:

  • #34 — წყნეთი - სადგურის მოედანი;
  • #28 — სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი - 4 ერთეული;
  • #42 — იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა - 4 ერთეული;
  • #56 — ორხევი - მეტროსადგური ისანი – 5 ერთეული;
  • #66 — სადგურის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული;
  • #78 — სადგურის მოედანი - ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) - 4 ერთეული;

დღეს, 9 ოქტომბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ავტობუსების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ შეძენილი 220 ერთეულიდან 60 უკვე თბილისშია და ისინი ხვალიდან მოემსახურებიან მოსახლეობას.

ISUZU-ს მარკის ავტობუსი 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და ადაპტირებულია. თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსში განთავსებულია wifi მოდემი.