როდესაც ჯარედ ლეტოს GQ-ს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა დაემართა მისი თავის ფიგურას, რომელიც 2019 წლის მეთ გალაზე თან ახლდა, მსახიობმა თქვა, რომ ის მოპარეს.

"გულწრფელად რომ გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს სად არის. ვფიქრობ, რომ ვიღაცამ მოიპარა. თუ ვინმე იპოვით, გთხოვთ გუჩის უახლეს მაღაზიაში მიიტანოთ და უფასოდ გადაგიცვლიან ჭუჭყიან სპორტულ ფეხსაცმელში", — თქვა მან.

2019 წლის მაისში გამართულ მეთ გალაზე ოსკაროსან მსახიობს ბრილიანტებით გაწყობილი გრძელი წითელი მანტია ემოსა, თუმცა მთავარი აქსესუარი სწორედ მისი ანალოგი თავი იყო, რომელსაც 47 წლის მსახიობი ხელჩანთასავით დაატარებდა.

ეს კონცეფცია სიურპრიზი არაა. გუჩის კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიკელემ ის მილანის მოდის კვირეულზე 2018 წლის თებერვალში წარადგინა. სწორედ გუჩის სახე და ბრენდის წარმომადგენელი იყო ლეტო ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში.

ამავე თემაზე: