9 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკას, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და კომპანია გალფს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში ბიბლიოთეკები გაიხსნება. მოეწყობა საკვირაო სკოლები და თვეში ერთხელ ჩატარდება ლექციები, ეწვევიან სტუმრები. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

"მორიგი დიდი ამბავი: 1) ახალქალაქის ეთნიკურად სომეხი თანამოქალაქეებით დასახლებულ ყველა სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკა და საკვირაო სკოლა მოეწყობა.
მასწავლებელი მე ვიქნები და შერჩეულ შაბათ-კვირას ჩავალ თითოეულ სკოლაში. პროექტს მხარს ევროკავშირი უჭერს. თანამშრომლობის მემორანდუმი ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკას, GIPA-სა და GULF-ს შორის გაფორმდა", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.