ბოლო პერიოდში კომპანია SONY-ს მიერ წარმოებულ PlayStation-ს მილიონობით მომხმარებელი შეემატა და დღითი დღე ის უფრო პოპულარული ხდება მთელს მსოფლიოში. 2014 წელს გამოშვებული PlayStation 4 იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ახალი კონსოლის შესახებ ინფორმაციას გეიმერები მოუთმენლად ელოდნენ.

სულ ცოტა ხნის წინ SONY-მ მართლაც დააანონსა ახალი თაობის კონსოლის გამოსვლის თარიღი: 2020 წლის შობა. სხვა განსაკუთრებული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც ამბობენ, PlayStation 5-ს განახლებული და შეცვლილი ჯოისტიკი ექნება. ასევე, გაზრდილი იქნება კონსოლის მონაცემები, რაც კიდევ უფრო სწრაფსა და მოხერხებულს გახდის მის მუშაობასა თუ თამაშების ჩატვირთვას. ხოლო, როგორც PlayStation-ის შემოქმედები გვპირდებიან, გრაფიკული ვიზუალის მხრივ ცვლილებები გეიმერებს სრულიად ახალ სამყაროს გადაუშლის თვალწინ.

ინტერნეტში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, შესაძლოა PlayStation 5-ის კონსოლი ასე გამოიყურებოდეს: ფიქრობენ, რომ V-ს ფორმა რომაულ 5-ს გამოსახავს.

მოკლედ, მომავალი წლის საშობაო საჩუქარი უკვე წინასწარ შეგიძლიათ შეურჩიოთ საკუთარ თავს ან საყვარელ ადამიანს.