კალაძე: არასწორი კონტექსტია, არ მიგულისხმია, რომ ვისაც ტაქსისთვის ფული არ ეყოფა, მეტროთი უნდა იარონ
თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მას არ უგულისხმია, რომ ვისაც გაძვირებული ტაქსისთვის ფული არ ეყოფა, მეტროთი ან ავტობუსით უნდა იარონ. მისი თქმით, ეს არასწორი კონტექსტია. მისივე თქმით, 7 წელია პოლიტიკაშია და მანამდე სპორტში იყო, ამიტომ "ცხადია, ასეთ სისულელეს" არ იტყოდა.
"მე ვსაუბრობდი მაშინ დეკემბერში და ახლაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მთავარი ამოცანა რა არის ჩვენთვის? რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისეთი პოპულარული გახდეს, რომ ადამიანებს საკუთარ ავტომობილებზე ვათქმევინოთ უარი.
რაც შეეხება ტაქსს, მას ყავს თავისი კლიენტი. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ ამ პროექტის და სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც წამოვიწყეთ და საკმაოდ ამბიციურია, სერიოზულ კონკურენციას გავუწევთ ტაქსებს. გვეყოლება ახალი ავტობუსები, რომელსაც ექნება სპეციალური ზოლები ქალაქში, მოწყობილი იქნება ინფრასტრუქტურა... აი, ეს იყო ჩემი ნათქვამი და კონტექსტიდან ამოიღეს იმ თვალსაზრისით, რომ თუ ტაქსით მგზავრობა არ გინდათ აგერ იარეთ ავტობუსით ან ჩადით მეტროში", — განმარტა კალაძემ გადაცემა რეაქციაში.
დღეს, 8 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ განაცხადა, რომ როდესაც მოქალაქე უსაფრთხო და სუფთა ტაქსით მგზავრობს მომავალში ტარიფის ზრდა მოსალოდნელია.
"თუ ვინმესთვის ეს პრობლემა იქნება იქნება შესაბამისად ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული ვაგონებით", — სწორედ ამ ციტატას გამოეხმაურა კალაძე.
პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში შევიდა. თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება.
მერიის რეფორმებს ტაქსის მძღოლების აქციები მოჰყვა, ისინი ამბობდნენ, რომ თეთრად გადაღებვის შემთხვევაში ხარჯი მერიის მიერ გადაცემული ვაუჩერით სრულად ვერ იფარებოდა. გარდა ამისა, მათი განმარტებით, გადაღებილი მანქანის ფასი გადაუღებავთან შედარებით დაბალია. ამის შემდეგ მერიამ მძღოლებს გადაღების ნაცვლად ფირის გადაკვრა შესთავაზა.
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები