ამერიკელი მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსი რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ნეგატიურ კომენტარებს ეხმაურება იმაზე, რომ მარველის ფილმები "ნამდვილი კინო არაა".

"მე ამ ფილმებს არ ვუყურებ. ერთხელ ვცადე კიდეც, წარმოგიდგენიათ? მაგრამ ეს კინო არაა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი ყველაზე მიახლოებული აზრი, რაც მათ შესახებ მაქვს, გასართობი პარკებია, სადაც მსახიობები სხვადასხვა მოთხოვნის ქვეშ მაქსიმუმს აკეთებენ. ეს არა კინო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ემოციურ, ფსიქოლოგიურ გამოცდილებებს გადასცემენ.", — თქვა რეჟისორმა ჟურნალ Empire-თან ინტერვიუს დროს რამდენიმე დღის წინ.

რობერტი, რომელიც მარველის კინოსამყაროში რკინის კაცის როლს ასრულებს, სკორსეზეს სიტყვებით დიდად შეწუხებული არ ჩანდა:

"მე მის აზრს პატივს ვცემ. ჩვენ გვჭირდება განსხვავებული მიდგომები, შეხედულებები, რომ ამ ყველაფრის თავმოყრის შემდეგ წინ წავიდეთ".

ინტერვიუს დროს რობერტ დაუნი უმცროსი რადიოს წამყვანთან, ჰოვარდ სტერნთან იყო ეთერში. კითხვაზე, დარჩა თუ არა ნაწყენი სკორსეზეს სიტყვებით, დაუნმა უპასუხა:

"იმას ვგულისხმობ, რომ ეს იმას ჰგავს, ვიღაცამ რომ თქვას, ჰოვარდ სტერნი რადიო არაა. ამაში არანაირი აზრი არ დევს".