ჩვენს მკითხველს ემახსოვრება უსახლკარო ემიგრანტი რუსი ქალი, რომელიც პოლიციამ საოპერო არიის შესრულებისას გადაიღო და რომელიც ამ ვიდეოს ინტერნეტში ატვირთვის შემდეგ ინტერნეტის ვარსკვლავად იქცა.

ემილი მეტროში "O Mio Babbino Caro"-ს ასრულებდა:

უსახლკარო მომღერალი სუპერ პოპულარული გახდა და მისმა ვიდეომ მილიონობით ნახვა დააგროვა, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.

ქალს კიდევ ერთხელ გაუმართლა, რადგან ამ ამბის გახმაურების შემდეგ მისი მუსიკალური შესაძლებლობებით გრემიზე ნომინირებული პროდუსერი დაინტერესდა და მას Little Italy ceremony-ის გახსნაზე, სცენაზე სიმღერაც შესთავაზა.

ემილი ზამორკა 24 წლის იყო, როდესაც ამერიკაში ჩავიდა, უსახლკარო კი მას შემდეგ გახდა, რაც სამსახური დაკარგა და სახლის ქირა ვეღარ გადაიხადა.

"ბედნიერი ვიქნები თუ ქუჩას თავს დავაღწევ და საცხოვრებელთან ერთად, საკუთარი ინსტრუმენტიც მექნება", — ამბობდა ის და ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ძალიან მალე მის დასახმარებლად ადამიანები 75 ათას დოლარს შეაგროვებდნენ.