საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრები აირჩევენ. შესაბამისი ცვლილება პარლამენტში მას შემდეგ შევიდა, რაც პრეზიდენტმა სემეკის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა კონსტიტუციის ნორმების გათვალისწინების გარეშე წარადგინა.

ცვლილების პროექტით, თავმჯდომარის არჩევის წესის გარდა, მისი უფლებამოსილების ვადა და გადადგომის საკითხიც განისაზღვრება. ახალი კანონპროექტით, თავმჯდომარის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას კომისიის უხუცესი წევრი შეასრულებს. კანონს დაემატება მესამე მუხლი, რომელიც თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს დაარეგულირებს.

კანონის ინიციატორები ქართული ოცნების წევრები გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან. პარლამენტს სემეკის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურისათვის კენჭი პირველ ოქტომბერს უნდა ეყარა, თუმცა არჩევის პროცედურა შეწყდა. აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მოქმედი კონსტიტუციის 52-ე მუხლის მიხედვით, სემეკის თავმჯდომარის წარდგენის უფლება არ ჰქონდა, ეს კანონი კი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონის მე-8 მუხლთან.