10 დრეგ ქუინ შემსრულებელი, რომელიც თქვენს ფლეილისტში დღესვე უნდა დაამატოთ
ადრე უკვე მოგიყევით დრეგ ქუინების შესახებ: იმ სატირული, ხანდახან გამაოგნებელი და პოლიტიკური გზავნილებით სავსე კულტურის შესახებ, რომელსაც ისინი უკვე საუკუნეებია ქმნიან. იმ პერფორმატიული ხელოვნებისთვის, რომელსაც დრეგ ქუინები მათთვის დამახასიათებელი სლენგით, მაკიაჟითა თუ კოსტიუმებით ამდიდრებენ, მუსიკა განუყრელი ნაწილია.
რამდენადაც დრეგ ქუინები თავიანთი შოუებით მთლიანად შლიან ზღვარს ფემინურობასა და მასკულინობას შორის, იმდენად მათი სიმღერები თუ ვიდეოკლიპები ამის საილუსტრაციოდ საუკეთესო მაგალითია. მათ შემოქმედებაში მუსიკალურ ღირებულებასთან შედარებით ის ირონია და სარკაზმია სწორედ მნიშვნელოვანი, რომლითაც კულტურულ ნორმებს დასცინიან.
ამ სტატიაში 10 გამორჩეული დრეგ ქუინ შემსურებელი შეგირჩიეთ, რომელთაგან ბევრი, შესაძლოა, RuPaul’s Drag Race-დან გეცნოთ.
RuPaul
მკრეხელობა იქნება, დრეგ ქუინებზე საუბარი რუპოლით რომ არ დავიწყოთ. სწორედ რუპოლია ის, ვინც მოახერხა და 80-ანი წლებიდან მოყოლებული დრეგ კულტურის პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მას დღეს პოპულარული საავტორო სატელევიზო გადაცემაც აქვს, რომელმაც დრეგ ქუინებს მეინსტრიმულ კულტურაში სათანადო ადგილი დაუმკვიდრა.
Supermodel (You Better Work) მისი 1992 წელს გამოშვებული სინგლია, რომელიც ანდრეგრაუნდ კლუბებში მუდმივად ისმოდა და ჩარტებში ჯგუფ Nirvana-ს სიმღერების გვერდით ლიდერობდა.
Naomi Smalls
ჟურნალ New York-ის მიერ დასახელებულ ამერიკაში 100 ყველაზე გავლენიან დრეგ ქუინს შორის Naomi Smalls-მა საპატიო ადგილი დაიკავა. მოუსმინეთ მის სიმღერას Pose, გაიგეთ რა არის ნამდვილი მოდა (მან ისეთი საკულტო მოდელის ყურადღებაც კი მიიქცია, როგორიც ნაომი ქემბელია) და თქვენც დარწმუნდებით, თუ რატომ დაიმსახურა მან ეს ტიტული.
Sharon Needles
ის, თუ როგორ საოცრად კომიკური და თვალისმომჭრელი შეიძლება იყოს დრეგ ქუინის პერფორმანსი, ამაში Sharon Needles დაგარწმუნებთ თავის ვიდეოკლიპში Battle Axe.
Alaska Thunderfuck
Alaska Thunderfuck ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დიდებული დრეგ ქუინია, რომელიც თავისი თეატრალურობითა და გამორჩეული იუმორით აუცილებლად მოგხიბლავთ.
Courtney Act
წარმოშობით ავსტრალიელმა დრეგ ქუინმა ყურადღება ჯერ კიდევ 2003 წელს მიიპყრო Australian Idol-ში მონაწილეობით, შემდეგ კი RuPaul’s Drag Race-ის მეექვსე სეზონშიც ვიხილეთ.
Violet Chachki
რთულია, Violet Chachki-ს მოუსმინოთ და რაიმე მზარკვრული არ განიზრახოთ. გარდა იმისა, რომ ვაიოლეტი ისეთ ცნობილ მოდის სახლთან თანამშრომლობს, როგორიც ვოგია, ის ნამდვილად ნიჭიერი არტისტიცაა.
Yvie Oddly
ვისაც ჰიპ-ჰოპი გიყვართ, შეუძლებელია Yvie Oddly არ დააფასოთ, რომელიც RuPaul Drag Race-ის ჯერ-ჯერობით ბოლო, მეთერთმეტე სეზონის გამარჯვებულია.
Shangela Laquifa Wadley
მან მოახერხა და დროის მცირე მონაკვეთში დიდი პოპულარობა მოიპოვა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დრეგ ქუინად ითვლება ამერიკაში. Shangela Laquifa Wadley-ს ხშირად ახალგაზრდა რუპოლსაც ადარებენ.
Adore Delano
თუ ფიქრობთ, რომ დრეგ ქუინები ხშირად პოპმუსიკის მოტივებზე ქმნიან თავიანთ შემოქმედებას, მაშინ Adore Delano-ს მოუსმინეთ: როგორც იუთუბის ერთ-ერთ მომხმარებელი აღნიშნავს კომენტარებში, ის ლანა დელ რეისა და კურტ კობეინის საუკეთესო კომბინაციაა.
Trixie
RuPaul’s Drag Race-ის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მონაწილე ნამდვილად არის Trixie, რომელმაც თავის უნიკალურ სტილთან ერთად მოახერხა, რომ ქანთრის ჟანრიც კი დაეკავშირებინა დრეგთან.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
კომენტარები