"50 დღე ვიშიმშილე, რომ ამისთვის მიმეღწია", — ეს არის პირველი კომენტარი, რომელიც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულმა ლევან ჯიქურმა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

"ხელ-ფეხი მაქვს გაჩერებული; მიწვრილდება ხელიც, ფეხიც; ფილტვებზე პრობლემები დამეწყო, რაღაც ქრონიკულ დაავადებებში გადამივიდა", — თქვა ჯიქურმა.

მისი ამ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ის ამ დრომდე პატიმრობაში რჩებოდა.

სასამართლო დარბაზიდან გათავიფულებული ლევან ჯიქური თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის განმარტავს, რომ მხოლოდ ბრალდების მტკივებულებები სცნო უდაოდ და არა ბრალდება.

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 20-მდე პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი, ნიკა მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. ასევე, პოლიტიკოსი, ირაკლი ოქრუაშვილი.