მომავალში ტაქსის გაძვირებით შეწუხებულ ხალხს კალაძე განახლებული მეტროთი და ავტობუსით მგზავრობას ურჩევს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ როდესაც მოქალაქე უსაფრთხო და სუფთა ტაქსით მგზავრობს ტარიფის ზრდა მოსალოდნელია. ის ურჩევს ხალხს, ვისთვისაც მომავალში გაძვირებული ტარიფი პრობლემა იქნება, მეტროთი და ავტობუსით ისარგებლონ.
"მთავარი ამოცანა რა არის? რომ ვინც სარგებლობს სერვისით, მათთვის იყოს კომფორტული, იყოს სუფთა მანქანა, ახალი და უსაფრთხო, რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება. თუ ვინმესთვის ეს პრობლემა იქნება იქნება შესაბამისად ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული ვაგონებით", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
5 ოქტომბერს კალაძე ამტკიცებდა, რომ სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ტაქსის ფასი გაიზარდა.
"თქვენ არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. პირველ დღეს იყო პრობლემები... მეც მაქვს ბოლტი და შეგვიძლია გადავამოწმოთ და ახლავე დაგარწმუნებთ. ჩემი თხოვნა იქნება სიცრუეში ნუ შეიყვანთ მოსახლეობას", — უთხრა კალაძემ On.ge-ს ჟურნალისტს.
პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში შევიდა. თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება.
მერიის რეფორმებს ტაქსის მძღოლების აქციები მოჰყვა, ისინი ამბობდნენ, რომ თეთრად გადაღებვის შემთხვევაში ხარჯი მერიის მიერ გადაცემული ვაუჩერით სრულად ვერ იფარებოდა. გარდა ამისა, მათი განმარტებით, გადაღებილი მანქანის ფასი გადაუღებავთან შედარებით დაბალია. ამის შემდეგ მერიამ მძღოლებს გადაღების ნაცვლად ფირის გადაკვრა შესთავაზა.
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
კომენტარები