20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ამავე საქმეზე დაკავებულ ლევან ჯიქურს გაათავისუფლებენ.

"როგორც იცით მეცხრე დღეა ვშიმშილობ ჩემი შიმშილობის მიზეზია არა პოლიციელის გაშვება, იმას თავის გზაზე გაუმარჯოს, არამედ, ჩემი შიმშილობის მიზეზია ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა. მე მზად ვარ შევწყვიტო შიმშილობა თუ ბატონ ლევან ჯიქურს გაათავისუფლებთ. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ თანადგომა გვაქვს", — განაცხადა თამლიანმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამას ადასტურებს იუსტიციის მინისტრიც, თუმცა აცხადებს რომ სიტუაცია საგანგაშო არ არის. ჯიქურის ოჯახი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. რაც შეეხება ბესიკ თამლიანს, მისი გათავისუფლების მოთხოვნით დედამისი ხელმოწერებს აგროვებს და შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 20-მდე პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი, ნიკა მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. ასევე, პოლიტიკოსი, ირაკლი ოქრუაშვილი