სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან ზუმბურიძის თქმით, თანამდებობაზე მუშაობის დროს 5 დღეში 29 254 ლარი მობილურზე როუმინგით შემთხვევით დახარჯა. ამ საკითხზე მან საქმის კურსის ეთერში ისაუბრა.

"ალბათ ყველას წარმოგვიდგენია, ადამიანი სულაც რომ 24 საათი ტელეფონზე იყოს, ამდენს ვერ დააგროვებს", — თქვა ზუმბურიძემ და განმარტა, რომ თანხა გამოურთავად დატოვებული როუმინგის სერვისით დაგროვდა.

მანვე აღნიშნა, რომ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა როუმინგი დარჩა ჩართული.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში როუმინგული მომსახურებისათვის ელექტროსისტემის მიერ გაწეული ხარჯი 227 199 ლარი იყო. აქედან მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარის როუმინგისთვის ელექტროსისტემამ 156 738 (69%) ლარი გადაიხადა.