საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაცემებით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. მონაცემები ორგანიზაციამ დღეს, 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

ამ მონაცემების მიხედვით, დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქეა ცნობილი. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.

საია მოგვიანებით ამ საკითხზე სამართლებრივი დოკუმენტის გამოქვეყნებასაც გეგმავს.