დღეს, 7 ოქტომბერს ორთაჭალაში ერთ-ერთ მოქალაქეს ჯიპი მოპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა TOYOTA-ს მარკის ავტომობილი ქურდობის ადგილიდან ახლოს 200 მეტრში მიტოვებული იპოვეს.

უწყების განცხადებით, ავტომობილი მფლობელს საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე გადაეცემა. პოლიცია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენა-დაკავების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს. ავტომობილის ქურდობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ტელეკომპანია მთავართან საუბარში თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილის მფლობელი აფთიაქში შევიდა, გამოსულს კი მანქანა ადგილზე აღარ დახვდა.