მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი, საბავშვო ევროვიზია წელს პოლონეთში, ქალაქ გლივიცში ჩატარდება.

ისევე, როგორც გასულ წელს, კონკურსის ქართველი წარმომადგენელი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ რანინაში გამარჯვებული იქნება — ეს პატივი კი წელს 13 წლის გიორგი როსტიაშვილს ერგო.

კონკურსამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და არც გიორგი კარგავს დროს. დღეს 7 ოქტომბერს, მისი მუსიკალური რგოლის პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია.

საბავშვო ევროვიზია 2019 წლის, რიგით მე-17 კონკურსი, 24 ნოემბერს, გლივიცის არენაზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ევროპის 19 ქვეყანა მიიღებს.