საჰარ ტაბარი, რომელიც ინსტაგრამზე ფოტოშოპში დამუშავებულ სურათებს აქვეყნებდა, დააპატიმრეს. მან წარსულში უამრავი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა იმისთვის, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავ ანჯელინა ჯოლის დამსგავსებოდა.

ტაბარი თეირანის სასამართლოს ნებართვის საფუძველზე დააპატიმრეს და მას ბრალად ედება "კულტურული დანაშაული და სოციალური და მორალური გარყვნის" წახალისება.

მას ასევე ბრალად ედება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და შემოსავლის მისაღებად ახალგაზრდების "ამორალური ქცევებით" წახალისება.

ტაბარს ინსტაგრამზე 30 ათასამდე გამომწერი ჰყავდა. ზოგიერთ ფოტოში, რომლითაც ის ანჯელინა ჯოლისთან მსგავსებას ცდილობდა, საჰარ ტაბარს ჰიჯაბი ეცვა, ცხვირზე კი ბინტის სახვევი ჰქონდა.

კოსმეტიკური ოპერაციები ისლამურ რესპუბლიკაში პოპულარულია და ქვეყანაში წელიწადში ათობით ათასი კეთდება.

ირანში დაბლოკილია ფეისბუქი, ტვიტერი და ტელეგრამის მესენჯერი. ინსტაგრამი ქვეყანაში ერთადერთი გიგანტური სოციალური ქსელია. ამჯერად ტაბარის ოფიციალური პროფილი ინსტაგრამზე წაშლილია.