დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციური სერიალის, Rick And Morty-ს მეოთხე სეზონის თრეილერი გამოვიდა!

Rick And Morty ჯასტინ როილენდისა და დენ ჰერმონის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ანიმაციური სერიალია, რომელიც Cartoon Network-სთვის შეიქმნა. ეს სატელევიზიო შოუ 2013 წელს გამოჩნდა ტელეეკრანებზე და ყველასგან გამორჩეული დაძაბული სიუჟეტითა თუ საუცხოო იუმორით მაშინვე მიიპყრო მილიონობით მაყურებლის ყურადღება.

2017 წელს მესამე სეზონის გამოსვლის შემდეგ ვარაუდობდნენ, რომ რიკისა და მორტის თავგადასავალი აღარ გაგრძელებულა. თუმცა, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და 10 ნოემბერს ახალი სეზონის პრემიერა შედგება.