შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში გამოძალვის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ქალს პირადი ცხოვრების ამსახვლეი ფოტო-ვიდეომასალის გასაჯაროების მუქარით ფულს სძალავდა. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულმა სოციალური ქსელით გაიცნო ქალი, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა. ქალმა მას საკუთარი სურვილით გაუგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. ამის შემდეგ, კაცი ქალს მათი მიმოწერისა და აღნიშნული ფოტო-ვიდეომასალის არგასაჯაროების სანაცვლოდ, აზარტული თამაშების ერთ-ერთი ვებგვერდის საკუთარ ანგარიშზე, გამოძალვის გზით, ფულს სისტემატურად არიცხინებდა.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.