"გასაგებია, რომ მე კლანის ისა ვარ, მაგრამ სხვა მოსამართლეებს რატომ აყენებენ შეურაცხყოფას?!", — ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან საპარლამენტო გასაუბრების პროცესს მოსამართლე ლევან მურუსიძე. ამის შესახებ მან დღეს, 5 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციაზე ისაუბრა.

"ვინ არიან კლანის წევრები, დასახელდეს" , — ამბობს მურუსიძე და აღნიშნავს, რომ მოსამართლეების მიმართ ასეთი ლანძღვა და თავდასხმები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ 27 დეკემბერს გაამწესეს. მის სახელს არაერთ გახმაურებულ საქმესთან არის დაკავშირებული, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე ახლა.

ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მან განიხილა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის, სულხან მოლაშვილის და ე.წ. ამბოხებული მოსამართლეების საქმეები. მისი გადაწყვეტილებით, გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. მოქმედი ხელისუფლების დროს კი მურუსიძემ განიხილა კომპანია აიისას საქმე.

გაიგეთ მეტი: