პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თუკი თბილისის საკრებულოს მიმართ წაყენებული ბრალდებები, თანამშრომელ ქალზე სექსუალურ ძალადობაზე დამტკიცდა, "სახელმწიფოს სამაგალითო რეაგირება" ექნება.

"ეს ის შემთხვევაა, რასაც პრინციპული რეაგირება სჭირდება, აქ ვერც პარტიული სტატუსი, ვერც დასაქმება რომელიმე სამსახურში ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ამ ფაქტის შეფასებაზე. თუ ასეთი დანაშაული მოხდა, სახელმწიფო კანონს სრულად აღასრულებს".

დეპუტატს დაუკავშირდა TV პირველის ჟურნალისტი, თუმცა ილია ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ "შეუძლოდაა და ვერაფერს იტყვის".

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მთავარ არხთან ყვება, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, როცა გაქცევა მოახერხა, შემდეგ ფიზიკურად იძალადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე: