სალომე ზურაბიშვილის შეწყალებულთა სია გასაიდუმლოებულია, თუმცა რადიო თავისუფლების მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით გაირკვა, რომ მათ შორისაა, როგორც მკვლელობისთვის, ქურდობითვის, ისე არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულიც. პრეზიდენტმა 2018 წლის 17 დეკემბრიდან დღემდე სულ 91 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, 34 მარიამობის დღესასწაულზე. საერთო ჯამში შეწყალებულებს შორის არიან:

  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით — ორი ადამიანი;
  • ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევისთვის — ერთი ადამიანი.
  • ქურდობისთვის ბრალდებულები 24 ადამიანი;
  • ქურდობა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის — ორი პირი;
  • განზრახ მკვლელობისთვის — 2 ადამიანი;
  • განზრახ მკვლელობისთვის დამამძიმებელ გარემოებაში — ერთი ადამიანი.

გამოთხოვილი ინფორმაციის ჩანს, რომ შეწყალებულებს შორის არიან, ასევე, ძარცვის, ყაჩაღობის, მითვისება ან გაფლანგვა. სამსახურებრივი სიყალბის, თაღლითობის და ქრთამის მიცემისთვის მსჯავრდებულები.