როგორი იქნებოდა Game Of Thrones, საქართველოში რომ გადაეღოთ
ოდესმე გიფიქრიათ ტარგარიენებს ვალირიის ნაცვლად, სადმე კავკასიაში რომ ეცხოვრათ და შემდეგ საქართველოს მიწა დაეპყროთ? გიოცნებიათ, რომ სტარკების, ლანისტერების, ტირელების ან რომელიმე სხვა დიდებული გვარის წარმომადგენელი ყოფილიყავით? თუ ჯორჯ მარტინის საგასთან შემთხვევითი შეხება მაინც გქონიათ, ამ ფიქრებს ვერ გაექცეოდით.
მართალია დრაკონებს მწვანე კონცხზე არ დაუდიათ ბინა და არც მგელსაზარები იმალებოდნენ სვანეთის ტყეებში, მაგრამ ჩვენი ისტორია არანაკლებ მისტიკას და სისხლისმღვრელ შერკინებებს ინახავს. არც საგვარეული ომები, ძველისძველი ციხეები, სალოცავები და რელიგიები აკლდა საქართველოს. სავარაუდოდ, სწორედ ამან აფიქრებინა გრაფიკულ დიზაინერს ბექა აბრამიძეს საქართველოს ისტორია HBO-ის აწ უკვე ლეგენდარული სერიალის, Game Of Thrones-ის მოტივებზე ეჩვენებინა. ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ.
ჩვენ კი გთავაზობთ განვიხილოთ დეტალები წარსულიდან, რომლებიც ბექამ ვიდეოში გააცოცხლა. შესავალ კადრში ქორბუდა ირმების, ქართული ჯვრის, ხარების და მწყემსის სიმბოლოები გვხვდება, რაც გვახვედრებს, რომ მოქმედება საქართველოში ვითარდება
შემდეგ კავკასიის მთებში გადაშლილ საქართველოს ვხედავთ ისევე, როგორც სერიალში ვესტეროსის კადრებით იწყებოდა თხრობა.
მერე ქუთაისში ვინაცვლებთ და ბაგრატის ტაძარი ჩვენს თვალწინ შენდება.
ასევე, სვეტიცხოველი, რაბათის ციხე, ალავერდი, სამება და სხვა ისტორიული ძეგლები.
ჩრდილოეთისა და კედლის ფუნქცია ჩვენთან სვანეთმა და უშგულის კოშკებმა შეითავსა, რომელიც მართლა გვიცავს "კედლისმიღმა" მყოფი საფრთხისგან.
დასასრულს ცეცხლოვანი ბურთი, რომელიც სერიალში ძალისა და ცოდნის სიმბოლოა კიდევ ერთხელ გამოჩნდება საქართველოს კუთხეების ფონზე. მისი მოახლოებისას წმინდა გიორგის სიმბოლოს ვხედავთ.
ბოლოს კი ყველასთვის ნაცნობი Game Of Thrones-ის ნაცვლად, თიზერზე საქართველოს ისტორია იწერება, რომელსაც ტარგარიენების, სტარკების, ლანისტერების და ბარათეონების ლოგოები ამკობს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები