ბოლო პერიოდში ტურისტები სამოგზაურო ადგილების შერჩევისას სულ უფრო ახალ და განსხვავებულ დანიშნულების წერტილებს ირჩევენ. მათ შორის ერთი ასეთი პოპულარული ქვეყანა კი მაროკოა, რომელიც საქართველოში ჯერ არც ისე ცნობილია. არადა, უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში მდებარე ეს მომაჯადოვებელი ქვეყანა ერთდროულად ესაზღვრება ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვას, რაც უდაბნოებში აქლემებით გასეირნების შემდეგ ასეთივე წარმატებით ოკეანის სანაპიროზე გარუჯვის შესაძლებლობასაც სთავაზობს იქ დამსვენებელს.

ჰავასთან და ლანდშაფტთან ერთად განსაკუთრებით მომხიბვლელია ამ ქვეყნის ისტორია და კულტურა, რომელშიც ერთდროულადაა შერწყმული ევროპული, აფრიკული და არაბული გავლენები. იქაურ ატმოსფეროს განსაკუთრებით კარგად აჩვენებს ჯიმ ჯარმუშის 2013 წელს გადაღებული ცნობილი ფილმი Only Lovers Left Alive, რომელშიც ტილდა სუინტონისა და ტომ ჰიდლსტონის პერსონაჟების ისტორიას მაროკო გამორჩეულ ხიბლს, დრამატულობასა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ემოციას ისე შესამჩნევად მატებს, როგორც ამას აღმოსავლური სუნელი აკეთებს ერთ ჩვეულებრივ კერძში.

ამჯერად ესპანელი ფოტოგრაფის, ალ მეფერის თვალისმომჭრელ ფოტოებს გთავაზობთ, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ მაროკოში ღამეებიც განსაკუთრებულად მაგიურია: თავისი ფერებით, არქიტექტურითა და ურბანული განსახლებით ნებისმიერი მოყვარულიც კი შეძლებს იქ ინსტაგრამისთვის შესაშური ფოტოები გადაიღოს.

ფოტო: Al Mefer

გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.