შინაგან საქმეთა სამინისტროში არ პასუხობენ კითხვას სამართალდარღვევაა თუ არა შმAXI-ით თბილისის ქუჩებში მოძრაობა და დააჯარიმებენ თუ არა მძღოლებს. On.ge ამ კითხვებზე პასუხის მიღებას იმ დროიდან ცდილობს, რაც გირჩმა ტაქსის მძღოლებს რეგულაციებისგან თავის არიდების გზა შესთავაზა.

ის, რისი შეფასებისგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს იკავებს, კანონდარღვევაა თბილისის მერიისთვის. საქართველოს კანონმდებლობით, მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევაზე რეაგირების ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს.

დღეს, 3 ოქტომბერს პატრულის რამდენიმე ეკიპაჟმა შმAXI-ის რამდენიმე მძღოლი გააჩერა, თუმცა სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში შმAXI-სთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე "დღეს მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ":

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია მოქმედებს კანონის სრული დაცვით და კანონდარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხევაში პოლიცია მოახდენს მყისიერ რეაგირებას".

გირჩმა გადაწყვიტა ტაქსების რეგულაცია "საგანმანათლებლო ბიზნესით" გააპროტესტოს. "თავისუფლების იდეის გასავრცელებლად" პარტიამ შმAXI შექმნა. "დიპოლიანი მძღოლები" თბილისის ქუჩებში ხვალიდან იმოძრავებენ და მგზავრებს "სალექციო კურსს" შესთავაზებენ. გირჩში უნდათ, რომ შმAXI-ის მძღოლებმა მგზავრებს აუხსნან "რას ნიშნავს თავისუფლება".

ამავე თემაზე: