საპატრულო პოლიციას ქალაქში მოძრავი შმAXI ტაქსი ეგონა და დაჯარიმების მიზნით გააჩერა. პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს მუშაობის ლიცენზია მოსთხოვა.

რამდენიმეწუთიანი გადამოწმების შემდეგ პატრულმა გაჩერებული მანქანის მძღოლს წასვლის უფლება მისცა.

"[პატრულმა თქვა] შმაქსაობა მოსულაო", — თქვა იმ პირმა, რომელიც გირჩის პირდაპირ ეთერში ერთვებოდა.

პოლიტიკური მოძრაობა გირჩი ტაქსების რეგულაციის წინააღმდეგ გამოდის და TAXI-ს ნიშნის ნაცვლად შმAXI წარადგინა. გირჩში ამბობენ, რომ აღნიშნულ პროექტს საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს.