მართალია, ნამდვილი დეტექტივობის შემდეგ მეთიუ მაკკონაჰმა აკადემიური კარიერა დაიწყო და ლექტორი გახდა, მაგრამ ამჯერად ისევ განგსტერული გარჩევების ეპიცენტრში გვევლინება.

The Gentlemen გაი რიჩის ახალი ფილმია, რომელშიც მაკკონაჰთან ერთად მონაწილეობას იღებენ კინოსამყაროს ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც კოლინ ფარელი, ჩარლი ჰანემი და ჰიუ გრანტი არიან.

კინოთეატრებში ფილმის პრემიერა 2020 წლის 24 იანვარს შედგება.