Microsoft-ის რევოლუციურ ტექნოლოგიას HoloLens ტექნოპარკში დღეიდან ნახავთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში Microsoft-ის რევოლუციური ტექნოლოგიის HoloLens-ის პრეზენტაცია გაიმართა.
მოწყობილობის ჩამოტანა ბლოგ MSinfo-ს ინიციატივით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მაიკროსოფთის პარტნიორი კომპანია სმარტ ბიზნეს ჯორჯიას მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და მისი გამოცდის შესაძლებლობა დეველოპერებსა თუ უბრალოდ ტექნოლოგიურ ენთუზიასტებს ტექნოპარკში 15 დღის განმავლობაში ექნებათ.
HoloLens არის ახალი თაობის კომპიუტერი, რომლის გამოყენებისას არ გვჭირდება არც ეკრანი, არც მაუსი ან კლავიატურა, არამედ მხოლოდ სათვალე, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ჩვენი გარემო სამუშაო თუ გასართობ სივრცედ ვაქციოთ.
გაფართოებული რეალობის (AR) სათვალეებისგან განსხვავებით, HoloLens- ი საკუთარ პროცესორზე მუშაობს. ეს კი ნიშნავს, რომ მის მომხმარებელს Windows 10-ის ნებისმიერი ფუნქციით სარგებლობა მხოლოდ სათვალის გამოყენებით შეუძლია. ტექნოლოგიას იყენებენ მედიცინაში, ავტოწარმოებასა თუ განათლებაში, თუმცა, მისი პოტენციალი ყველა სფეროში ცალსახაა.
HoloLens-ზე დეველოპერები და ინჟინრები სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებს უკვე ტესტავენ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი გამოგონება ეხება მხედველობის და ამავდროულად სმენის არმქონე ადამიანებისთვის გადაადგილების გამარტივებას. HoloLens-ში გამოყენებული ტექნოლოგიები, სენსორები და პროგრამული უზრუნველყოფა დეველოპერებს პრაქტიკულად უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები